ევროკომისია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალ პროგრამას - „ხარისხიან სამხედრო უპირატესობას“ (Qualitative Military Edge). იწყებს.
პროგრამა წაახალისებს ინვესტიციებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაში. ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას, რომელიც სამწელიწად-ნახევარზე მეტია რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის წინაშე დგას, კიდევ უფრო ფართო მხარდაჭერა სჭირდება. ამავდროულად, ევროკომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაბამისი ხარჯები მხოლოდ ევროპელმა გადასახადის გადამხდელებმა არ უნდა დაფარონ.
„ეს რუსეთის ომია. და რუსეთმა უნდა გადაიხადოს ამისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.