ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
კალასმა ჟურნალისტებს ასევე დაუდასტურა, რომ 15-კაციან სასანქციო სიაში, რომელსაც დღეს წარადგენს, ორი მოსამართლეა. "მკაფიოა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური სისტემის ნაწილია", - თქვა მან.
"საქართველოში ჩვენ სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლას ვხედავთ, ვისაუბრებთ იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით. მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ვარიანტი განიხილება. მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რათა საქართველოს მთავრობამ შეცვალოს მიდგომა. დიახ, წარვადგენ სიას ტარგეთირებული სანქციებისთვის, რადგან ჩვენ ხედავთ ახალგაზრდა დემონსტრანტების განაჩენს, რომელიც არაპროპორციული იყო. მკაფიოა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური სისტემის ნაწილია. სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. როგორც იცით, წინა შემთხვევის დროს საკითხი დაბლოკეს, ვეცდებით მივაღწიოთ კონსენსუსს ამ საკითზე და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. თუ საკითხის დაბლოკვას ვერ გადავლახავთ, დღეს მომზადებული გვაქვს წერილი, უვიზო მიმოვლის შეჩერებაზე, რომელსაც ქართულ ოცნებას გავუგზავნით, სადაც კონკრეტული მოთხოვნები გაწერილი შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტული ვადაა მითითებული. თუ პირობები დედლაინამდე არ შესრულდება, მაშინ ჩვენ უნდა შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა.".- განაცხადა კალასმა.