ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, დეესკალაციისთვის საუკეთესო გზა დიპლომატიაა.
„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. დიპლომატია კვლავ საუკეთესო გზად რჩება და მზად ვარ, მხარი დავუჭირო დეესკალაციისკენ მიმართულ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას“, - წერს კალასი.