საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირს აქვს გეგმა, რა უნდა გააკეთოს, თუ უნგრეთის ვეტო უკრაინის გაწევრიანებაზე დაძლეული არ იქნება. ამის შესახებ კალასი ჟურნალისტებს ლვოვში ესაუბრა.
კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ორმხრივმა საკითხებმა არ უნდა შეაფერხოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული სტრუქტურები შესაძლო დაბლოკისთვის ემზადებიან.
„ჩვენ გვაქვს გეგმა B და გეგმა C. თუმცა, ჩვენი ყურადღება A გეგმაზეა გამახვილებული, რაც ყველას მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნგრეთთან ვეტოს მოხსნის შესახებ დიალოგს აწარმოებს.
„უკრაინას თავისი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი და ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება.
და ჩვენ ვთანამშრომლობთ უნგრეთის მთავრობასთან, - განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, თუ კომპრომისი ვერ მოიძებნა, ევროკავშირი მზადაა იმოქმედოს.
„მაგრამ თუ ეს არ იმუშავებს, ჩვენ უკვე ვმუშაობთ გეგმა B-ზე, მაგრამ ამას ჯერ არ გავამხელ. ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ.
გაწევრიანების პროცესი, ან როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გაერთიანების პროცესი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს.