ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტის", ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო.
საქმის განხილვა 20 აპრილს განახლდება. პროცესის გადადება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, საქმის მასალების გაცნობის მოტივით განსასჯელის ადვოკატმა ითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესს თავად ტარიელ ონიანიც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ონიანის საქმეს ხამოვნიკის სასამართლო იხილავს. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ადგილობრივი ბიზნესმენის ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებაშია ეჭვმიტანილი.
როგორც რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით "რია ნოვოსტი"'იუწყება, ტარიელ ონიანმა და მისმა რამდენიმე თანამზრახველმა მოსკოველი ბიზნესმენი 2009 წლის 18 მარტს გაიტაცეს.