ტელეკომპანია "საქართველოს" საინფორმაციო გამოშვება დღეიდან ეთერში აღარ გავა. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ საინფორმაციო გამოშვების თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ შეიტყვეს.
ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" ტელევიზიაში უკვე დაუდასტურეს. როგორც "საქართველოში" განმარტავენ, საინფორმაციო გამოშვების დახურვა თანამშრომლების შემცირებას არ გამოიწვევს და როგორც კორესპონდენტები, ისე ყველა ის ადამიანი, ვინც მის მომზადებაზე იყვნენ დაკავებულნი, სხვადასხვა გადაცემაზე გადანაწილდებიან.
"რეორგანიზაცია მხოლოდ საინფორმაციო გადაცემის დახურვას შეეხო და მას თანამშრომლების გათავისუფლება არ მოჰყვება", - აცხადებენ ტელევიზიაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "საქართველოს" ეთერში საინფორმაციო გამოშვებების გასვლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო.