„საქართველო, ზვიადი“ - კინოსახლში ამ სახელწოდებით მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც ასახავს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზას. მისი მიზანია საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას, გააცნოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია.
ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია მზისო ნავროზაშვილი.