7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
პატრიარი შიო III პირველად მონათლავს ბავშვებს საყოველთაო ნათლობის ტრადიციის ფარგლებში.
"20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საყოველთაო ნათლობის ტრადიციას საქართველოში 2008 წელს, დემოგრაგიული მდგოარეობის გაუმჯობესების მოტივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაუდო საფუძველი.