ფისკალურმა პოლიტიკამ ეკონომიკას ხელი უნდა შეუწყოს, აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სსფ-მ საქართველოში ვიზიტის შემდგომ გამოაქვეყნა.
„2012 წლის მეოთხე და 2013 წლის პირველ კვარტალში მთავრობის კაპიტალური ხარჯები შემცირდა შესყიდვების პროცედურების გამკაცრების და ზოგ სამშენებლო კომპანიში წარმოჩენილი ფინანსური სირთულეების გამო. 2013 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო მოხმარებამ იკლო: შესყიდვების ახალი წესების დაინერგვის და ცენტრალიზებული შესყიდვების გამო (რამაც მნიშვნელოვანი დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობა შექმნა). მთავრობის ხარჯვის კლება აისახა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაზე. ახლა საჭიროა აღნიშნული საპირისპიროდ შეიცვალოს წლის დარჩენილ პერიოდში. ზრდის და ინფლაციის დაბალმა ტემპმა შეიძლება სავარაუდოდ 290 მილიონი ლარით, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1 პროცენტით შეამციროს შემოსავლები 2013 წელს. დაბალი ინფლაციისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების პირობებში არსებობს ავტომატური ფისკალური სტაბილიზატორების ამოქმედების შესაძლებლობა. ნაკლები შემოსავლები ნაწილობრივ უნდა დარეგულირდეს მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ნაკლები ხარჯვით (რაც შესაძლებელია, რადგან ფასები პროგნოზზე დაბალია), და ასევე შეიძლება საჭირო იყოს ფისკალური დეფიციტის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2.8 დან დაახლოებით 3.3 პროცენტამდე გაზრდა.