სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა და შინაგან საქმეთა მინისტრი ანას ჰასან ჰათაბი ტერორისტების სიიდან ამოიღო. ამ კვირის დასაწყისში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა სასანქციო ზომების მოხსნას.
10 ნოემბერს, სირიის პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციაში „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლასთან შეერთებას ითვალსწინებს.
ამასთან, აშშ-ში სირიის პრეზიდენტის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ცნობილი გახდა, რომ სირიის უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ათობით სავარაუდო წევრი.