ესპანეთის საკურორტო კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მაშველებმა წყლიდაბ კაცი ამოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ელ-კაბესოს სანაპიროზე, კუნძულის სამხრეთით კიდვ ერთი კაცის გადარჩენა ვერ ძეძლეს,
ჩრდილოეთ ტენერიფეში, პუერტო-დე-ლა-კრუზში, ტალღამ 10 ადამიანი ზღვაში გაიტაცა, რის შედეგადაც ერთი ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ჯგუფის კიდევ სამმა წევრმა მძიმე დაზიანებები მიიღო და სამედიცინო დახმარების გასაწევად საავადმყოფოში გადაიყვანეს.