აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ქართველი დეპუტატები არალეგიტიმურად აფასებენ.
"არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ორი მთავარი მიზეზის არსებობს. პირველი, რომ აფხაზეთი არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და იქ ჩატარებული არჩევნები არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს და მეორე და უმთავრესი - არჩევნებით რუსეთი ცდილობს ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მოხდენას ცდილობს", - აცხადებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქავთარაძე.
დეპუტატ პაატა დავითაიას შეფასებით კი, "ის, რომ არჩევნებში ბაღაფში გაიარჯვებდა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ბესლან ბუთბას მეორე ადგილზე გასვლა აფხაზეთში არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს".
"ის პროცენტი, რაც ბუთმამ აიგო, მიანიშნებს, რომ აფხაზეთში სერიოზულად მატულობს ანტირუსული განწყობები", - განმარტავს დავითაია.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 12 დეკემბერს გაიმართა. საარჩევნო უბნები მოსკოვის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. აფხაზური ე. წ. კანონმდებლობის თანახმად, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს დააგროვებს.
სეპარატისტების ე. წ. ცესკოს მიერ შედგენილ სიაში 131 000 ამომრჩეველი იყო. სულ აფხაზეთში 35 საარჩევნო ოლქი და 174 უბანი მომქდებდა. საარჩევნო უბნები ასევე გახსნილი იყო მოსკოვსა და ჩერკესკში. ე. წ. აფხაზური ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, არჩევნებს მხოლოდ რუსეთიდან 80 დამკვირვებელი ესწრებოდა. მისი თქმით, დამკვირვებლები ასევე იყვნენ დსთ-ის ქვეყნებიდან, ევროპასა და აშშ-დან.