ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა, რომ დრონები, რომლებიც გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლიდან მალევე დუბლინთან ახლოს გამოჩნდნენ, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ირლანდიის პარლამენტში გამოსვლისას, მარტინმა განაცხადა, რომ დრონები „არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავისთვის - ეს ნათლად უნდა ითქვას - რადგან ის ამ ინციდენტამდე გარკვეული ხნით ადრე უსაფრთხოდ დაეშვა.
გარემოებები მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მიერ ევროკავშირისა და უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ წამოწყებული ჰიბრიდული კამპანიის ნაწილია“, - გაბაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ირლანდია დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიაში ინვესტირების განხორციელებას გეგმავს, რადგან ეს „მისი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა“.
ცნობისათვის, ირლანდიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველ დეკემბერს დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა.