ქიმიური იარაღის გამოყენება 9 აპრილის შემდეგ არცერთ ხელისუფალს და საერთოდ არავის გაუბედავს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, - პარალმენტის წინ შეკრებილიმა 7 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ აღნიშა, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღიარა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება 2024 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
"დღეს უკვე ღიად, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ღიად აღიარა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ჩვენ გვინდა ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ პირველ რიგში ჯანმრთელობის ზიანი, რომელიც მათ წინა წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს მიიღეს - ყურადღება მიაქციონ ამ დაზიანებას, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, რა ქიმიური იარაღი გამოიყენა ქართულმა ოცნებამ. მათ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო სამართლის დონეზე შესაბამისი რეაგირება. ვინაიდან, ქიმიური იარაღის გამოყენება 9 აპრილის შემდეგ არცერთ ხელისუფალს და საერთოდ არავის გაუბედავს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. აუცილებელია კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხვალ ფილარმონიასთან ძალიან ბევრი, ვინაიდან ერთად გავაპროტესტოთ და მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ამ კრიმინალური ბანდის გამოძიებას არ ვენდობით, მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ამბობენ და მალავენ იმას, თუ რა სახის ქიმიური იარაღი გამოიყენეს", - განაცხადა თენგო თევზაძემ.