რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ.
ისინი სკანდირებენ: „მოგვწამლეს!“ „ცეცხლი ოლიგარქიას!“
ცნობისთვის, "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები "ქართული ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო.
ცვლილებების თანხმად, აქციის ჩასატარებლად შსს-დან ნებართვის აღება ხდება სავალდებულო.
ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ. კანონი ძალაში მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდე შევა