სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა სომხეთში ახლადანიშნული საქართველოს ელჩი გრიგოლ ტაბატაძე მიიღო.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს დანიშვნა მიულოცა და გამოხატა რწმენა, რომ მისი დიპლომატიური საქმიანობა სომხეთში ხელს შეუწყობს ახალი პროგრესის მღწევას სომხურ-ქართულ ურთიერთობებში.
სარქისიანმა ხაზგამით აღნიშნა ეკონომიკური თანამშრომობის სტიმულირების აუცილებლობის შესახებ და განაცხადა, რომ ამჟამინდელი ორმხრივი საქონელბრუნვა არასაკმარისია და არ აკმაყოფილებს მხარეებს.
სარქისიანი ასევე შეეხო საქართველოში სომხური ეკლესისების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და სომხური ეკლესიის ურთიერთობების აუცილებლობის შესახებ.