არ ვიცი რა დავარქვა იმ ადამიანების საქციელს, რომელთა ერთი პოსტი ვერ ვნახე ირანელი ხალხის მხარდასამეჭრად და აითოლას რეჟიმის დასაგმობად, როცა ასობით ათასი ადამიანი ირანში იყო ქუჩაში გამოსული და ხამენეის რეჟიმი მათ ტყვიამფრქვევებით ხვრეტდა, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოვიალურ ქსელში წერს.
"არ ვიცი რა დავარქვა იმ ადამიანების საქციელს, რომელთა ერთი პოსტი ვერ ვნახე ირანელი ხალხის მხარდასამეჭრად და აითოლას რეჟიმის დასაგმობად, როცა ასობით ათასი ადამიანი ირანში იყო ქუჩაში გამოსული და ხამენეის რეჟიმი მათ ტყვიამფრქვევებით ხვრეტდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი გარდაცვლილ ახალგაზრდების გვამებს მორგებიდან მშობლებზე ნაღდი ფულით ყიდდენ , დღეს კი ანათემას გადასცემენ ისრაელს და ამერიკას იმ ლიდერების განადგურების გამო, რომლებმაც საკუთარი ხალხის და მე რომ მკითხო, კაცობრიობის წინაშე, დანაშაული ჩაიდინეს. ამტყუნებენ ისრაელს, როგორ გაბედა სუვერენული ქვეყნის დაბომბვა, იმ ხელისუფლების წარმომადგენელთა განადგურება, რომლის ოფიცილური სახელმწიფო დოქტრინა იყო ისრაელის სახლემწიფოს პირისაგან მიწისა აღგვა, რომელმა მთავრობამაც ირანის დედაქალაქ თეირანში დაამონტაჟა საათი, რომელიც დროის ათვლას აწარმობდა ებრაული სახელმწიფოს განადგურებამდე! თურმე როგორ გაბედეს და არ დააცადეს აითოლებს შეექმნათ ბირთვული იარაღი, რომლიც მარტო ისრაელის სახელმწიფოს და ებრაელი ხალხის კი არა, ჩვენი ჩათლვით, მთელი ევრაზიის კონტინენტისსახელმწიფოების და ხალხების დაშანტაჟებისა და სასიკვდილო საფრთხის შემცველი იქნებოდა, რადგანაც ირანულ რაკეტები უკვე ევროპასაც წვდებოდა და აზიის კონტინენტის ყველაზე შორსმდებარე სახელმწიფოებს. თურმე, როგორ გაბედა ისრაელმა და აშშ-მ არ დაეშვა, რომ ასეთი ფანატიკოსებისგან შემდგარი ტირანიული რეჟიმი გამხდარიყო ბირთვული იარაღის მფლობელი.
ვეღარ გამიგია, რა ჰქვია ამას? სიბეცე, ფარისევლობა, ანტისმენტიზმი, აშშ-ს ზიზღი, თუ ყველაფერი ერთად? ასე რამ დაგაბრმავათ ხალხნო? რატომ უნდა გეზიზღებოდეს ის ქართველი და ირანელი ახალგაზრდები რომლებიც ერთად ზეიმობენ სისხლიანი ტირანის გარდაცვალებას და რატომ უნდა ამკობდე ამ აქციაში მონაწილე ქართველ ახალგაზრდებს ათასგვარი საზიზღარი ეპითეტებით?
ბოდიში, ყველაზე ნაკლებად მინდა ეს პოსტი ვინმემ მორალისტობაში ჩამითვალოს, მაგრამ უკვე მართლა აღარ ვიცი რა დაგვემართა, როგორც არ უნდა გძულდეს აშშ ან ისრაელი, ნუთუ მართლა ვერ გაგვირკვევია ამ ომში რომელი მხარე არის ბოროტების და ტირანიის განსახიერება? თუნდაც იმას ვერ ხვდებით, რომ ირანის ბირთვული იარაღის და სარაკეტო პროგრამის განადგურებით, ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებაც უფრო დაცული ხვდება? იმის საფრთხე მაინც რომ აღარ გვექნება, რომ ვიღაც ფანატიკოსმა გიჟმა, რომელსაც არ ვიცი რა მოელანდება ერთიც იყოს და რამდენიმე გრადუსით მოატრიალოს იმ რაკეტის გამშვები დანადგარი და ჩვენსკენ გაისროლოს, ან ე.წ. ტექნიკური შეცდომა მოუვიდეთ? არ ვიცი, მართლა არ მესმის!" - წერს ირაკლი მელაშვილი