აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება.
მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ჩართულია მისიაში, რომლის სამიზნეს „მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სპონსორი - ირანის რეჟიმი“ წარმოადგენს.
მისივე თქმით, მისიის მიზნები ნათელია და მოიცავს რეჟიმის რაკეტების გაშვების უნარის, ამ რაკეტების მწარმოებელი ქარხნების და მათი საზღვაო ფლოტის განადგურებას“
„ჩვენ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ვართ. ყოველდღე ამ რეჟიმს ირანში ნაკლები რაკეტა აქვს, ნაკლები გამშვები მოწყობილობა, მათი ქარხნები ნაკლებად მუშაობენ და მათი საზღვაო ფლოტი ნადგურდება“, - განაცხადა რუბიომ.