უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით 2 980 სამხედრო დაკარგეს.
„ეს უფრო მეტია, ვიდრე ექვსი კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟის პირადი შემადგენლობა და რუსეთის ყველაზე დიდი დღიური დანაკარგია სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მანამდე დღიური დანაკარგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 2 500 სამხედრო, ერთი კვირის წინ, 2 ნოემბერს დაფიქსირდა.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ ჯამში 400 410 სამხედრო დაკარგა. 400-ათასიან ნიშნულს რუსეთის დანაკარგებმა 9 ნოემბერს გადააჭარბა.