უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ზამთარში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო რაკეტების მიწოდება განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ზელენსკიმ მელონისს აბუ-დაბიში გამართული შეხვედრებისა და შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპა სრულფასოვნად იყოს ჩართული პროცესში, როდესაც საქმე ომის დასრულებას, უსაფრთხოების გარანტიებსა და ჩვენი მთელი კონტინენტის მომავალს ეხება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის საჭიროებები რუსეთის მიერ ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და იმ სისტემებისთვის საჭირო რაკეტებია, რომლებიც ამ ზამთარში ადამიანების დასაცავად უკიდურესად აუცილებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.