უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 12 ნოემბრის საღამოს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
შეხვედრა დუბლინის დასავლეთით, ბალდონელის რაიონში მდებარე კეისმენტის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა.
მანამდე, 12 ნოემბერს, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა.
შეხვედრისას პუტინმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში, ოლეშკის მაგალითზე, ე.წ. „ჰუმანიტარული მისიის“ ჩატარების ინიციატივა წამოაყენა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს, შესაძლოა, ევროპული მხარეც შეუერთდეს.