უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გამოვიდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ეს ევროკავშირს ომს მოუტანს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მსოფლიო ომის ალბათობა მუდმივად იზრდება და უნგრეთი კონფლიქტში ჩაბმისგან თავის არიდებისთვის უნდა მოემზადოს.
მისი თქმით, წინა მსოფლიო ომის დაწყებას წინ უძღოდა ისეთი ნიშნები, როგორიცაა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობის გაძლიერება, შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობის ზრდა ან შეიარაღების რბოლის გაძლიერება.
ორბანის თქმით, უნგრეთს სჭირდება მშვიდობა, და სტრატეგიული სიმშვიდე.
„უკრაინა არ უნდა მიიღონ ევროკავშირში - რაც ასევე ომს გამოიწვევს - მთელი ბრიუსელი თავდაყირა რომ დადგეს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
„უნგრეთის დიპლომატიური და ძალაუფლების გავლენის საზღვრები აშკარაა. ამიტომ, ჩვენ უპირველეს ყოვლისა რეგიონულ მშვიდობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ მშვიდობიანი ალიანსები უნდა შევქმნათ ყველასთან, ვისთანაც შეგვიძლია“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ომისგან თავის არიდების მიზნით, უნგრეთმა კარგი ურთიერთობები უნდა განავითაროს მსოფლიოს ყველა ძალაუფლების ცენტრთან.
„აუცილებელია, რომ ყველა დიდი ძალა ეკონომიკურად და ფინანსურად იყოს დაინტერესებული უნგრეთის წარმატებით, ანუ არავინ უნდა იყოს დაინტერესებული უნგრეთის განადგურებითა და დასუსტებით. „ომის თავიდან აცილების პირობა ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ტავი დავიცვათ. აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა თავდაცვის ხარჯები უკვე 1,750 მილიარდ ფორინტს შეადგენს“, - თქვა ორბანმა.