ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press ავრცელებს. შენობა ბრუკლინის ცენტრალურ ნაწილში, ფლეტბუშის უბანში ჩამოინგრა.
მაშველების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ექვსი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს.
.მედიის ცნობით, შენობის ჩამონგრევა მის გვერდით მდებარე სამშენებლო ობიექტმა გამოიწვია.
გვერდით შენობა, რომელსაც დაზიანებულ ნაგებობასთან საერთო კედელი ჰქონდა, ჩამონგრევას გადაურჩა, თუმცა მისი კედელი ნაწილობრივ დაინგრა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონიც და სამძებრო ძაღლებიც.
ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ მოქალაქეებს მოუწოდა, მხარდაჭერა გამოუცხადონ დაშავებულებსა და მათ ახლობლებს.