დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოუწოდეს ირანს, არ გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რამაც ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა. დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
ერთობლივ განცხადებაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი „თანმიმდევრულად აცხადებდნენ, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“ და რომ ისინი მხარს უჭერენ ისრაელის უსაფრთხოებას.
„ჩვენი მიზანი კვლავაც ის არის, რომ არ დაუშვათ, ირანმა ბირთვული იარაღის მიიღოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები მოუწოდებენ ირანს „მოლაპარაკებების დაწყებისკენ“, რათა მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც „მოაგვარებს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს“.
„ჩვენ მზად ვართ, ყველა მხარესთან კოორდინაციით, წვლილი შევიტანოთ ამ მიზნის მიღწევაში“, - აცხადებენ ევროპელი ლიდერები.