ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში ჩავიდა.
მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს, შეხვდეს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებს და მოლაპარაკებები გამართოს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.
როგორც მედია წერს, არაღჩი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.