ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა.
ირანელმა კანონმდებელმა, ესმაილ ქოვსარიმ განაცხადა, რომ ირანის პარლამენტი დათანხმდა გლობალური ენერგოვაჭრობის საკვანძო არტერიის დახურვას ამერიკული აგრესიისა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის საპასუხოდ.
ჰორმუზის სრუტე უმნიშვნელოვანეს მარშრუტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც მსოფლის ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20% მიეწოდება და ნავთობის ძირითადი მწარმოებლები ღია ზღვაზე წვდომას სწორედ ამ გზით იღებენ, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია. ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ჰორმუზის ბლოკირება ასევე შეუზღუდავს აშშ-ს სამხედრო გემების სპარსეთის ყურიდან გასვლის შესაძლებლობას.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების ორგანო მიიღებს.