ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას.
„მე მივეცი მითითებები, რომ არავინაა ხელშეუხებელი. მირჩევნია, ქმედებებმა თავად თქვას სათქმელი. ყველა ვარიანტი ღიაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით,“ომის დროს„სიტყვები სიფრთხილით უნდა შეირჩეს, ხოლო საქმეები - ზუსტად“.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო ჩართვის საკითხი პრეზიდენტ „დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას წარმოადგენს“.
„ის იმას გააკეთებს, რაც ამერიკისთვის არის კარგი, მე კი გავაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვისაა კარგი. პრეზიდენტი ტრამპი თამაშის წესებს კარგად იცნობს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.