ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანელმა სამხედროებმა ისრაელის დაბომბვის დროს ხუთშაბათს, 19 ივნისს კასეტური ბომბები გამოიყენეს.
მედიის ცნობით, ქალაქ ბეერ შევას საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმებისას, ერთ-ერთი რაკეტა კასეტური საბრძოლო მასალით იყო აღჭურვილი. ამაზე მიუთითებს ერთ-ერთი დარტყმის ადგილიდან ჩატარებული ანალიზის წინასწარი შედეგები.
სამხედროების თქმით, დილის დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტის ქობინი დაახლოებით 7 კილომეტრის სიმაღლეზე დაშვებისას გაიყო, რის შედეგადაც დაახლოებით 20 პატარა საბრძოლო მასალა 8 კილომეტრის რადიუსში მიმოიფანტა.
განმარტა ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ .ასეთი საბრძოლო მასალა არ იმართება, არამედ უბრალოდ მიწაზე ვარდება, სადაც ზედაპირთან შეხებისას ფეთქდება. ერთ-ერთი ასეთი საბრძოლო მასალა, რომლის ქობინიც დაახლოებით 2.5 კილოგრამს იწონიდა, ცენტრალურ ისრაელში საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანი მცირე ზომის რაკეტის ტოლფასი იყო.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ განმაღმველებმა 20 ასეთი ბომბი აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს, თუმცა დანამდვილებით ვერ ამბობენ, კიდევ აღმოჩნდება სეთი ბომბები, თუ არა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ აფეთქების რისკის გამო არ შეეხონ ან არ მიუახლოვდნენ რაკეტების ნარჩენებს.
კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია 2008 წელს 108 ქვეყნის მიერ ხელმოწერილი კონვენციით. ამასთან, ისრაელი და ირანი მისი მონაწილეები არ არიან.