აშშ-ს არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ახლო აღმოსავლეთში რუსეთის შუამავლობასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ს არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები რუსეთის შუამავლობასთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთში. ეს მოხლოდ იმ ქვეყნების გადასაწყვეტია, რომლებიც ამ კონფლიქტში არიან ჩართული.
ის, რაც დღეს მერიკის პრეზიდენტის სიტყვებიდან ვიცით, მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, პირდაპირ ჩაერთოს თუ არა [კონფლიქტში]“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლობა შესთავაზა, თუმცა ტრამპმა მას რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება ურჩია.