თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელ-ირანის კონფლიქტში ჩართვაზე გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს
ლევიტმა აღნიშნული ცნობა ტრამპის გზავნილზე დაყრდნობით, გაავრცელა
„იმის გათვალისწინებით, რომ ირანთან მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შანსი არსებობს, რომელიც შეიძლება უახლოეს მომავალში შედგეს ან არ შედგეს, გადაწყვეტილებას მივიღებ, დავიწყო თუ არა [ომში ჩართვა] მომდევნო ორი კვირის განმავლობაში,“ - აღნიშნულია ტრამპის გზავნილში.