უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ივნისს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი ახლა ირანის ბირთვული პროგრამის გადარჩენას ცდილობს.
„რუსეთი ახლა ცდილობს ირანის ბირთვული პროგრამის გადარჩენას - წინააღმდეგ შემთხვევაში მათი საჯარო სიგნალები და არასაჯარო აქტივობა ვერ იქნება ინტერპრეტირებული. როდესაც მათი ერთ-ერთი თანამზრახველი კარგავს ომის ექსპორტის უნარს, რუსეთი იტანჯება და ცდილობს ჩარევას. ეს ძალიან ცინიკურია. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძლება აგრესიულ რეჟიმებს გაერთიანებისა და პარტნიორობის უფლება მიეცეთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მან სანქციებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებს და მთელ გუნდს დაავალა პარტნიორებისთვის სანქციებთან დაკავშირებული მუშაობის ახალი ფორმატების შეთავაზება.
„ჩვენ გვჭირდება რეალური ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ გვჭირდება ომის რეალური დასრულება. უკრაინა მზადაა უმაღლეს დონეზე შეხვედრებისთვის - ეს არის გადაწყვეტილებების დონე.
მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდე მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და ვისაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილებები, კერძოდ, პუტინს, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებებს სულ მცირე სამი ვადით გადააჭარბა.
და სასურველია, რომ ომი პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დასრულდეს. მე ძალიან ვენდობი მის დახმარებას. მე ძალიან ვენდობი შეერთებული შტატების გავლენას. ეს არის ის, რაც შეიძლება დაგვეხმაროს. საჭიროა სანქციები. საჭიროა დიპლომატია. საჭიროა უსაფრთხოება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.