ეს არის პოლიტიკური ჟესტი, რომელიც ჩემი აზრით, რაღაც აბსურდულად გამოიყურება, მაგრამ პოლიტიკურად შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე გადაცემა "თავისუფალ ბაზარში" განაცხადა.
“ჩვენი მთელი პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად ჩვენს გარდა, ანტიპოლიტიკითაა დაკავებული. ანუ არათუ არ ლაპარაკობს, კლავს ლაპარაკს და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ამ ანტიპოლიტიკის არის ეს 'ახალი - კოალიცია ცვლილებისთვის' და რომლის სამივე ლიდერმა ახლა გადაწყვიტა, რომ ციხეში წავიდეს. ზურა, მერე ნიკა გვარამია და მერე ნიკა მელია. რა არის ამის მიზანი?
ეს ხომ იმას არ უთქვამს, რომ მოდი ციხეში ჩაგსვავო, ეს ხომ არ არის ის შემთხვევა როცა მიტინგზე ბიჭები დაიჭირეს და მტკიცებულება არ აქვთ, რომ ვიღაც პოლიციელი დაზარალდა და აქ ვიღაც ბიჭი იდგა და ალბათ ამ ბიჭმა დააზარალაო, რომ იძახიან და ციხეში რომ უშვებენ. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში პრეტენზიას აყენებ, რომ იმ ბიჭს არანაირი პოლიტიკური პერფორმანსი არ ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ციხეში წასულიყო.
ეს არის პოლიტიკური ჟესტი, რომელიც ჩემი აზრით, რაღაც აბსურდულად გამოიყურება, მაგრამ პოლიტიკურად შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.