ეს არის ძალიან დიდი დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით “ფორმულას“ გადაცემაში "ხალხთან ერთად" თქვა.
„ეს არის ძალიან დიდი დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“ და ჩანს იმასთან მიმართებით, როცა ვხედავთ ამდენ რეაქციას, ასე სწრაფად - საერთო მესიჯბოქსი დატრიალდა, ძალიან სწრაფად და ეს ნიშნავს, რომ ძალიან შეწუხდნენ, მიიღეს დარტყმა და აუცილებელი გახდა, გაემართათ კამპანია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აეხსნათ თავიანთი მომხრეებისთვის, რომ არც ისე ცუდად არის საქმე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.