უკრაინა მზადაა, ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტისთვის რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურi ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჩვენი უკრაინის ინტერესი ომის გახანგრძლივება კი არა, სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის მზადყოფნაა. მსოფლიოსთვის ცხადია, რომ სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ ომი კვლავ გრძელდება.
უკრაინა მზადაა გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები - რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნისკენ. ჩვენი მხრიდან ყველაფერზე ვმუშაობთ. საჭიროა რუსეთის სარკისებური მზადყოფნა. ახლა ეს აღარ არსებობს და მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის გარეშე ამის შეცვლა შეუძლებელია“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა თავის წილ ზეწოლას ახორციელებს, კერძოდ, თავდაცვისა და აქტიური მოქმედებების გზით.