საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.
"საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, უარი თქვა “ქართული ოცნების” რეჟიმის ე.წ. “საპარლამენტო კომიტეტთან” თანამშრომლობაზე და ის დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს,” - წერს აუსტრევიჩუსი.