სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას, თუ ქვეყანაში ასეთი რეფერენდუმის გამართვის შესახებ გამოცხადდება.
„სანქციები შავ ჭირს ჰგავს და მე უარვყოფ სანქციების პოლიტიკას“, - თქვა მან და დასძინა, რომ დაწესებული სანქციები ევროპისთვის საზიანო იყო და რუსეთი სწრაფად შეეგუა მათ.
მან უარყო წინადადებები ახალი, ფართომასშტაბიანი სანქციების პაკეტის შესახებ, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ფიცომ ასევე ისაუბრა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით შესაძლო რეფერენდუმზე.
მან თქვა, რომ სანქციებზე უარისთვის ასეთი რეფერენდუმი არ სჭირდება, მაგრამ თუ ჩატარდება, ის მას მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, თუ სლოვაკეთს ზიანს მიაყენებს სანქციები, ის მათ ვეტოს დაადებს.