კიევზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა განაცხადა.
„რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაონდა. ჩამოგდებულია მტრის სამიზნეები“, - წერს ის ტელეგრამ-არხზე.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა.
ასევე, კალაშნიკის თქმით, რეგიონის ობუხოვსკის რაიონში დრონების დარტყმების შედეგად ხუთი კერძო სახლი დაზიანდა.
რუსულმა დრონებმა კვირას გვიან ღამით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და რეგიონებს შეუტიეს, მას შემდეგ, რაც კრემლის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოიწურა.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა, რითაც უარი თქვა მსურველთა კოალიციის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.