აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ამის შესახებ სკოტ ბესენტმა ჟენევაში ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბესენტის თქმით, ჩინელ ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებები "პროდუქტიული“ იყო.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს შვეიცარიელ მასპინძლებს, შვეიცარიის მთავრობას, რომლებიც ძალიან კეთილგანწყობილი იყვნენ. ვფიქრობ, რომ ამან დიდწილად განაპირობა ის პროდუქტიულობა, რომელიც ვნახეთ", - აღნიშნა ბესენტმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო.
ასევე სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა მოლაპარაკებების პროგრესის შესახებ და დეტალებს სრულად 12 მაისს განიხილავენ.