აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს თურქეთში კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიერ 15 მაისს შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.
„რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ სურს, შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა განიხილოს სისხლისღვრის შესაძლო დასრულება. უკრაინა უნდა დაეთანხმოს ამას, დაუყოვნებლივ. სულ მცირე, ისინი შეძლებენ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, და თუ არა, ევროპის ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ! მე ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა დადებს გარიგებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელიც ვერ იქნებოდა მოპოვებული ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. გამართეთ შეხვედრა, ახლავე!!!” – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.