პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთის სპეცსამსახურები 2024 წლის მაისში ვარშავაში, Marywilska 44 სავაჭრო ცენტრ Marywilska 44-ის დაწვის ორგანიზებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ტუსკი Х-ზე წერს.
„ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრ Marywilska-ში მასშტაბური ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით გაჩნდა.
„ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები არიან და მათ ძებნა მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გიპოვით!“ - წერს ტუსკი.
2024 წლის 12 მაისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, Marywilska 44-ის სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. შენობა მთლიანად განადგურდა.
დარბაზში 1400-ზე მეტი მაღაზია და მომსახურების ობიექტი იყო განთავსებული. მეხანძრეების თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილას გაჩნდა.