უკრაინული მედიის ცნობით, კვირას, 11 მაისს, რუსეთის ძალებმა ხერსონსა და სოფელ ბელოზერკაზე საარტილერიო დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
დაSავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა: ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია აივნები.
11 მაისს რუსმა სამხედროებმა ორჯერ მიიტანეს იერიში ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ პავლოვკაზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.