"მადლობა მეგობარს" - ამ სახელწოდებით დღეს, თბილისში მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და მეტრო "ავლაბართან" შეიკრიბნენ, შემდეგ მეტრო "ახმეტელთან" გადაინაცვლეს და მსვლელობით აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ.
მსვლელობას წინ მიუძვოდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების ოჯახის წევრები. მსვლელობის მონაწილეები ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობას უხდიან იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - „MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.
აშშ-ის საელჩოდან მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობისკენ წავიდნენ, სადაც უკვე 165-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი იმართება.
ფოტო: ტაბულა