აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საკვანძო მნიშვნელობის პენსილვანიის შტატში გაუსწრო, სადაც მანამდე მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობდა. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იუწყება.
ამ დროისთვის, პენსილვანიის შტატში ბაიდენი 5 587 ხმით უსწრებს ტრამპს.
ბიულეტენების დაახლოებით 95% -ის დათვლის შემდეგ, ბაიდენს ხმების 49,4% აქვს, ხოლო მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 49,3%.
პენსილვანიის შტატს საარჩევნო კოლეგიაში 20 ხმა აქვს.
გამარჯვებისთვის კანდიდატს კოლეგიის წევრთა სულ მცირე 270 ხმა სჭირდება. ამ მომენტისთვის ბაიდენს 264 ხმა აქვს, ტრამპს კი - 214. პენსილვანიის მოგების შემთხვევაში ბაიდენს 284 ელექტორატის ხმა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანას ჯო ბაიდენი უხელმძღვანელებს.