მოსკოვში, ყარაბაღის საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დღეს გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმოადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მანამდე ზახაროვამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბაქომ და ერევანმა დაადასტურეს მოსკოვში კონსულტაციებში მონაწილეობა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი 9 ოქტომბერს მოსკოვში კონსულტაციებისთვის მიიწვია.