ერევანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საყოველთაო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
დღეს დილით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთის მიერ ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებს შორის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.
სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ყარაბაღის კონფლიქტის 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1992-1994 წლების შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა. მთიანი არაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა არცერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს.
1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდე, კონფლიქტს 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დაირღვა.