ლატვიის სეიმის დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ქვეყანაში გეორგიევსკის ლენტის საჯაროდ გამოყენების აკრძალვას.
დეპუტატები განიხილავდნენ ცვლილებების შეტანას კანონში გასართობი და სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვის შესახებ.
შესწორებას მხარი დაუჭირა დეპუტატების უმრავლესობამ. მეორე მოსმენა 22 სექტემბრისთვის არის დანიშნული.
იმისათვის, რომ შესწორება ძალში შევიდეს, სეიმმა მესამე მომენით უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს.
"გეორგიევსკის ლენტი", რომელიც დააწესა რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ 1769 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს, იქცა რუსული მილიტარიზმისა და იმპერიალიზმის მარადიულ სიმბოლოდ.
2005 წლიდან პუტინმა აღადგინა გეორგიევსკის ლენტი რუსულ იმპერიულ ატრიბუტად.
აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი კომუნისტური ბანაკის ქვეყნებმა აკრძალეს მისი მოხმარება საკუთარ ტერიტორიაზე.