მინსკში უცნობმა პირებმა საპროტესტო აქციების ლიდერი და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კალესნიკოვა გაიტაცეს. იტყობინება გამოცემა tut.by-ი.
გავრცელებული ცნობით, დღეს დილით, დაახლოებით 10:05 საათზე, ნიღბიანმა პირებმა კოლესნიკოვა ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან დააკავეს, ჩასვეს მანქანაში წარწერით "სობოლი" [სპეცდანიშნულების რაზმი] და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, კალესნიკოვას ტელეფონი ხელმისაწვდომია თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.
მარია კალესნიკოვა ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატის ვიქტორ ბაბარიკას შტაბში მუშაობდა. ბაბარიკა სამართალდამცავებმა დააკავეს და ცესკომ რეგისტრაციაზეც არ დაუშვა. ამის შემდეგ, კალესნიკოვა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.