მინსკის ცენტრში მრავალათასიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც ხელისუფლების მიერ არ არის სანქცირებული.
როგორც თვითმხილველები იუწყებიან, საპროტესტო აქციაში მონაწილეთა რაოდენობა 100 ათასს უტოლდება.
მომიტინტგეები დამოუკიდებლობის გამზირის გავლით სახელმწიფო დროშის მოედნისკენ მიემართებან, სადაც მოქმედი პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას საპრეზიდენტო რეზიდენცია მიმდინარეობს.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რეზიდენციის სიახლოვეს ფოლადის ფარების კედლები აღმართეს, რათა შენობას ვერავინ მიუახლოვდეს.
ანტისამთავრობო საპროტესტო მღელვარება ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
გამარჯვებულად გამოცხადდა ქვეყნის ამჟამინდელი მეთაური, ლუკაშენკა. ოპოზიციამ არ ცნო არჩევნების შედეგები, რადგან ისინი გაყალბებულად მიიჩნია. არჩევნების შედეგები არ ცნო შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დანარჩენმა თავისუფალმა სამყარომ.