იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა. იუწყება ადგილობრივი მედია.
83 წლის პოლიტიკოსი, ამჟამად ევროპარლამენტის წევრი, მისი ექიმის განცხადებით, ასიმპტომურია და ლომბარდიაში, საკუთარ სახლში იმყოფება.
ბერლუსკონის პარტიამ Forza Italia-მ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი გააგრძელებს კანდიდატების მხარდაჭერას მომავალ რეგიონალურ და ადმინისტრაციულ არჩევნებში.
ფოტო: AFP