რუსული წყალქვეშა ნავი ალასკის სანაპიროებთან გამოჩნდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთის სარდლობა იტყობინება.
როგორც იტყობინებიან ამ დროისთვის წყალქვეშა ნავი აშშ-ის ტერიტორიულ წყლებს მიღმა, საერთაშორისო ნეიტრალურ წყლებში იმყოფება.
ჩრდილოეთის სარდლობა ყურადღებით აკვირდება ალასკასთან მყოფ წყალქვეშა ნავს და მზად არის საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს ეკიპაჟს, თუმცა რუსი მეზღვაურებისგან დახმარების თხოვნა არ მიუღიათ.
რუსული მედიის ცნობით, ატომური წყალქვეშა ნავი "ომსკი" ბერინგის ზღვაში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს.
რუსეთს თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს.